საქართველოდან მანდარინის ექსპორტი 28,9 ათას ტონამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოდან მანდარინის ექსპორტი 28, 955 ტონით გაიზარდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეს 29, 4%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედრებით, რა დროსაც პროდუქტის საექსპორტო მოცულობა 22 306 ტონა იყო.

როგორც East Fruit წერს, მიმდინარე სეზონზე, საქართველოდან მანდარინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, მთავარ პარტნიორად კვლავ რუსეთი რჩება, სადაც 19 267 ტონა პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი მთლიანი საექსპორტო მოცულობის 66, 8%-ს შეადგენს.

გარდა რუსეთისა, საქართველოდან მანდარინის ექსპორტი განხორციელდა უკრაინაში - 6 280 ტონა (21,8%), სომხეთში - 2690 ტონა (9,3%), უზბეკეთში - 261 ტონა (0,9%), ყაზახეთში - 138 ტონა (0,5 %), ბელორუსში - 120 ტონა (0,4%), ყირგიზეთში 60- ტონა (0,2%), ლატვიაში 40 ტონა (0,1%).

ამის პარალელურად აჭარაში მიმდინარეობს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებაც, რომლის გადამუშავება და შეფუთვა მისი შემდგომი ექსპორტის მიზნით ხდება. 2018 წლის 1-ლი დეკემბრიდან, 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით, ადგილობრივი ფერმერებისგან 11 855 ტონა მანდარინის შესყიდვა მოხდა, რაც 43, 5%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

ნინი ქეთელაური
მანდარინის ექსპორტმა  28,855 ტონა შეადგინა
საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის 60%-ზე მეტი რუსეთის ბაზარზე გადის
24 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 23,720 ტონა შეადგინა