მამუკა ხაზარაძე მზადაა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობისთვის პარლამენტში მივიდეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე მზად არიან ბანკის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობისთვის პარლამენტის შესაბამის კომიტეტში მივიდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზარაძე და ჯაფარიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“მივესალმებით პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოსმენილ იქნას ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანსაქციებთან დაკავშირებით.

მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში”, - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის კომიტეტში მისვლისა და საკითხზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ერთად მსჯელობის წინადადებით დღეს „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა.

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბანკებს შეეძლოთ ფუნქციონირება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლდებოდეს ბანკები"
„ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს მოვუწოდებთ, არ დანებდეს ზეწოლას, ხოლო თუ ზეწოლა დიდია და ვერ უძლებს, მაშინ რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით, გადადგეს"
„ივანიშვილს სურს დაეუფლოს „თი-ბი-სი“ ბანკს და ანაკლიის პორტს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მოშორებით"