მამუკა ხაზარაძე - მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული

მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე განცხადებაში საუბრობს.

ხაზარაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასაც აფასებს და მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი არაა.

„მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული.

ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე.

ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა“, - აცხადებს ხაზარაძე, რა მიზეზითაც ხსნის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას.

მამუკა ხაზარაძე გადადგომის მიუხედავად მზადაა, 26 თებერვალს, პარლამენტში მივიდეს
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ აქციების გაყიდვას არ გეგმავს
„მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბანკიდან გააგდეს. ბანკმა ბოლო პერიოდში 200 მილიონი დოლარი იზარალა“