„არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი ძალიან მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირ მუქარით გვეუბნება, რომ ისინი დაანგრევენ ჩვენს რეპუტაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე,“-აღნიშნა ხაზარაძემ საფინანსო კომიტეტის სხდომაზე.
„გადავდექი იმის გამო, რომ ბანკი მთლინად არ ჩამოქცეულიყო, არ მინდა ის კომენტარები წაგიკითხოთ, რაც ჩვენი ინვესტორებისგან მოდის, ეს არის ძალიან სამწუხარო შეფასებები. ლაპარაკია ფონდებზე, ბანკებზე და ა.შ. არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი ძალიან მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირ მუქარით მეუბნება, რომ ისინი დაანგრევენ ჩვენს რეპუტაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ,“-აცხადებს ხაზარაძე.