გიორგი ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლოში დღეს დაიკითხება

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს, 16:00 საათზე გამოკითხავენ.

როგორც ცნობილია, ქადაგიძე დაკითხვაზე პროკურატურაში იყო დაბარებული, თუმცა იქ გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქადაგიძის დაკითხვა „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაგეგმილი.

პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ მიერ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს შეიცავდა.

„ვისაც წერილის ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარება, ან „თიბისის“ წინააღმდეგ დანაშაულებრივი შეთქმულების ნაწილია, ან ხელს აფარებს „ოცნებას“და მთავრობას"
ხაზარაძემ პროკურატურას იმ ბიზნესმენების ვინაობა დაუსახელა, რომელთაც წერილის შესახებ ჯერ კიდევ იანვარში იცოდნენ
რა სახის ექსპერტიზა უტარდება ლონდონში მამუკა ხაზარაძის გაგზავნილ  წერილს