ხაზარაძემ პროკურატურას იმ ბიზნესმენების ვინაობა დაუსახელა, რომელთაც წერილის შესახებ ჯერ კიდევ იანვარში იცოდნენ

„თიბისის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურას იმ ბიზნესმენების ვინაობა დაუსახელა, რომელთაც მუქარისშემცველი წერილის შესახებ ჯერ კიდევ იანვარში იცოდნენ. ამის შესახებ ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხაზარაძემ გუშინდელი გამოკითხვისას პროკურატურას არა მხოლოდ წერილი გადასცა, არამედ ისიც უთხრა, რომ მას ამ წერილის შესახებ ჯერ კიდევ იანვარში, ბიზნესმენებისა და ელჩებისთვისაც ჰქონდა ინფორმაცია მიწოდებული.

„ხაზარაძის თქმით, ეს წერილი მან ნოემბერში მიიღო. მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას პროკურატურას არამარტო გადასცა წერილი, არამედ ისიც უთხრა, რომ მას ამ წერილის შესახებ იანვარში ბიზნესმენთა შეკრებაზე ჰქონდა საუბარი, ასევე საუბარი ჰქონდა ელჩებთანაც. შესაბამისად, ამ წერილის შინაარსი იციან ბიზნესმენებმა. დღეს პროკურატურა დაინტერესდა თუ ვინ არიან ეს ბიზნესმენები და კონკრეტულად ვინ ესწრებოდა შეხვედრას. ხაზარაძემ გამოძიებას მათი ვინაობაც დაუსახელა,“-განაცხადა კორძაძემ.

თაია არდოტელი
რა სახის ექსპერტიზა უტარდება ლონდონში მამუკა ხაზარაძის გაგზავნილ  წერილს
ადვოკატი - მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას დაუსახელა ის პირები, ვისთანაც წერილზე ისაუბრა - გამოძიების ასე ერთ დღეში შეწყვეტა გაუგებარია
„სირცხვილი თქვენ - „თიბისის” მიმართ ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ ომზე მეტად შოკისმომგვრელი ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ჩუმი დამოკიდებულებაა“