"ეროვნულმა ბანკმა უნდა ნახოს ბალანსი, რომ გრძელვადიან პერიოდში ლარი იყოს სტაბილური და ამავე დროს რეზერვები ჰქონდეს ქვეყანას"

ეროვნულმა ბანკმა უნდა ნახოს ის ბალანსი, რომლითაც მიზანი იქნას მიღწეული, რომ გრძელვადიან პერიოდში ლარი იყოს სტაბილური და ამავე დროს რეზერვები ჰქონდეს ქვეყანას, რათა პოტენციურ რისკებს გაუმკლავდეს,-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რისკ -პრემიუმის შემცირებაში, რომლის შემდეგაც მცირდება ის ფასი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკის აგენტები სესხულობენ უცხოური ბაზრებიდან.

„რაც შეეხება იმ პოლიტიკას, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს, ჩვენი ძირითადი მიზანი არის კურსის სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში, მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია იყოს რყევები. ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა უნდა ნახოს ის ბალანსი, რომლითაც ის მიზანი გრძელვადიან პერიოდში ლარი იყოს სტაბილური და ამავე დროს საკმარისი რეზერვი ჰქონდეს ქვეყანას, რათა პოტენციულ რისკებს გაუმკლავდეს არის მნიშვნელოვანი, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ეროვნული ბანკი",-აცხადებს გვენეტაძე

მან ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიურ ანგარიშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული კუთხით მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.

"მოგეხსენებათ, რომ 2018 წელს ინფლაცია მაჩვენებელის ქვემოთ შენარჩუნდა. გაუმჯობესდა საგარეო მაჩვენებლები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა. განსაკუთრებული წელი იყო რეზერვების დაგროვების თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატური იმ მოთხოვნებთან, რა ზომაც აქვს საქართველოს ეკონომიკას. წელს დაიწყო ფაქტიურად აქტიური ფაზა არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის, რომელმაც ამ მიმართულებაში წესრიგი უნდა დაამყაროს და შეამციროს მოწყვლადობა. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო იმ საკითხების გამკლავება, რომელიც დიდი ხნის წინათ იყო დაგროვილი. ეს ეხება სამომხმარებლო სესხების ზრდას", - განაცხადა გვენეტაძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  2.7411 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  2.7500 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6770 ლარი გახდა