სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-სთან გვირაბის და მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 466 909 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნული, ტექნიკური დავალება ითვალისწინებს გვირაბის საკვლევაძიებო სამუშაოებს, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს გამოვლენილი დაზიანებების და დეფექტების რეაბილიტაციის ღონისძიებების შემუშავება.
ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებლობის საერთო საორიენტაციო ხანგრძლივობა 110 დღეს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება მშენებლობის პერიოდში სასტუმროს ფუნქციონირების შეწყვეტის გარეშე განხორციელდება.