SS.ge-ს კვლევის თანახმად, გასულ წელთან შედარებით გასაქირავებელი აგარაკების რაოდენობა დაახლოებით 122% ით გაიზარდა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით SS.ge-ზე სულ 337 გასაქირავებელი აგარაკია, საიდანაც 220 ხანგრძლივი პერიოდით, 116 კი დღიურად ქირავდება. ხანგრძლივი პერიოდით გასაქირავებელი აგარაკების 54% თბილისის შემოგარენში ქირავდება, 46% კი საკურორტო ზონებში. განსხვავებული სიტუაციაა დღიურად გასაქირავებელი აგარაკების შემთხვევაში, 89% საკურორტო ზონებში 11% კი თბილისის შემოგარენში ქირავდება.
SS.ge -ს კვლევის თანახმად, 2019 წლის ივნისში 227 ახალი განცხადება გამოქვეყნდა, რაც გასულ თვესთან შედარებით 52%-ით (მაისი 2019 – 149 ახალი განცხადება) მეტია, 2018 წლის ივნისთან შედარებით კი 122 %-ით (ივნისი 2018 – 102 განცხადება) არის გაზრდილი.
2019 წლის ივნისში ახალი განცხადებების 72% (164 განცხადება) ხანგრძლივი პერიოდით ქირავდებოდა, რაც მაისთან შედარებით 69%-ით მეტია (2019 მაისი - 97 ახალი განცხადება). გასულ წელთან შედარებით კი 107%-ით (2018 ივნისი - 79 ახალი განცხადება) გაიზარდა.
ივნისში განთავსებული აგარაკებიდან დღიურად გასაქირავებელი აგარაკები საერთო აგარაკების რაოდენობის 28%-ს ( 2019 ივნისი - 63 ახალი განცხადება) შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 21%-ით (მაისი 2019 - 52 ახალი განცხადება), გასული წლის ივნისთან შედარებით კი 173%-ით გაიზარდა (2018 ივნისი - 23 ახალი განცხადება)
გასაქირავებელი აგარაკების დინამიკაში, მიწოდების ზრდის 2 სეზონი იკვეთება, ზამთარი, კერძოდ კი დეკემბერი, სადაც დღიურად გასაქირავებელი აგარაკების რაოდენობა ნოემბერთან შედარებით 6 ჯერ იზრდება და ზაფხულის პერიოდი, სადაც როგორც დღიურად, ასევე ხანგრძლივი პერიოდით გასაქირავებელი აგარაკების რაოდენობა, როგორც ნახაზზეა მოცემული, მნიშვნელოვნად იზრდება.
SS.ge-ს კვლევაში გასაქირავებელი აგარაკების რაოდენობა ადგილების მიხედვითაა შედარებული. BPN.ge კი გთავაზობთ თბილისში, წყნეთში, მანგლისში, საგურამოში, ტაბახმელაში და კოჯორში გასაქირავებელი აგარაკების რაოდენობას.
SS.ge -ს კვლევის მიხედვით, ხანგრძლივი პერიოდით გასაქირავებელი აგარაკების უმრავლესობა 54% დედაქალაქსა და მის შემოგარენში მდებარეობს.
SS.ge-ს კვლევაში საქართველოში წარმოდგენილი გასაქირავებელი აგარაკები ფასების მიხედვით ბიუჯეტურ (1000-1500 ლარი) საშუალო (2000-5000 ლარი) და პრემიუმ (5000-10000) კლასის სეგმენტებადაა წარმოდგენილი:
თბილისში - გასაქირავებელი აგარაკების დაახლოებით 9% მდებარეობს, სადაც ბინების საშუალო ფასი ქვედა პრემიუმ სეგმენტშია წარმოდგენილი და ძირითადად 5-6 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.
წყნეთში - გასაქირავებელი აგარაკების დაახლოებით 15% მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ აქ ძირითადად საშუალო და ზედა პრემიუმ სეგმენტის აგარაკები მდებარეობს, ფასი კი 7-10 ათას ლარებში მერყეობს.
კოჯორში - მდებარე აგარაკების უმეტესობა დაახლოებით 12% ხანგრძლივი პერიოდით ქირავდება, სადაც ქვედა პრემიუმ და ზედა საშუალო სეგმენტის აგარაკებს შეხვდებით. ფასი კი ძირითადად 4-7 ათასი ლარის ფარგლებშია წარმოდგენილი.
საგურამოში - გასაქირავებელი აგარაკების დაახლოებით 7% მდებარეობს. საგურამოში პრემიუმ და ასევე საშუალო ფასის აგარაკები თანაბრადაა განაწილებული.
მანგლისში - გასაქირავებელი აგარაკების 3.6% მდებარეობს, სადაც აგარაკები ძირითადად ქვედა საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და ფასი 3000 ლარამდეა.
ტაბახმელაში - გასაქირავებელი აგარაკების მხოლოდ 2% მდებარეობს, სადაც ზედა საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და აგარაკები ძირითადად 3500 ლარიდან იწყება.
ასევე იხილეთ: დედაქალაქსა და საკურორტო ზონებში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა გაიზარდა - SS.ge-ს კვლევა