გარეუბნებში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა  51%-ით გაიზარდა - SS.ge-ს კვლევა

SS.ge-ს კვლევის თანახმად, გარეუბნებში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 51%-ით გაიზარდა.

სეზონურობის გამორიცხვის მიზნით, კვლევაში 2019 წლის ივლისი შედარებულია, როგორც 2019 წლის ივნისთან და მაისთან, ასევე 2018 წლის ივნისისა და მაისის თვეებთან.

კვლევის შედეგებთან ერთად აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისში უძრავი ქონების საიტს საერთო ჯამში ქირაობით დაინტერესებული 266 000 ადამიანი სტუმრობდა, წინა წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 145 000 ადამიანს შეადგენდა, რაც გასულ წელთან შედარებით უძრავი ქონების ქირაობით დაინტერესებული ადამიანების 83%-იან ზრდას ნიშნავს.

კვლევაში განხილულია გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ცვლილება. ამჯერად საკვლევ უბნებად აღებულია - გლდანი, ნაძალადევი და ვარკეთილი. BPN.GE პერიოდულად შემოგთავაზებთ, SS.ge-ს კვლევას სხვადასხვა უბნებში მიმდინარე ტენდენციების შესახებ. (იხილეთ ასევე უძრავ ქონებაზე ყიდვის მოთხოვნის ტენდეციები)

გლდანი

SS.ge -ს კვლევის თანახმად, გლდანში 2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნა 7%-ით გაიზარდა, 2019 წლის მაისთან შედარებით კი მხოლოდ 2%-იანი ზრდა ფიქსირდება.

2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით ბინის გაქირავებაზე მოთხოვნა 46%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთთან შედარებით 63%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ნაძალადევი

SS.ge -ს კვლევის თანახმად, ნაძალადევზე 2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნა 3%-ით შემცირდა, 2019 წლის მაისთან შედარებით კი მხოლოდ 1%-იანი შემცირება ფიქსირდება.

2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით, ბინის ქირაობაზე მოთხოვნა 43%-ით გაიზარდა. 2019 წლის ივნისის 2018 წლის ივნისთან შედარებით მოთხოვნაზე 72%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ვარკეთილი

SS.ge -ს კვლევის თანახმად, ვარკეთილში 2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნა 1%-ით გაიზარდა, 2019 წლის მაისთან შედარებით კი 12%-იანი ზრდა ფიქსირდება.

2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით, ბინის გაქირავებაზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა. 2019 წლის ივნისის 2018 წლის ივნისთან შედარებით მოთხოვნაზე 98%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება ვაკე საბურთალოს რაიონშიც, გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება გასაყიდ უძრავ ქონებაზე კი მცირდება, დეტალური ინფორმაციისთვის. იხილეთ კვლევები ვაკე საბურთალო, გლდანის გაყიდვა.

ლიკა ამირაშვილი