1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9121 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9121 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9090 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2572 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2622 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0050 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.