რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, ფრენები განახლდეს

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, ფრენები განახლდეს. „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა. აღნიშნულ ცნობას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სოვა ნიუსი“ ავრცელებს.

ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას რეისის მოსკოვი-ქუთაისი განხორციელება კვირაში 7-ჯერ შეუძლია. არსებული ინფორმაციის თანახმად, S7 Airlines-ის წარმომადგენლებს ჯერ არ აქვთ სათანადო ცნობა დაგეგმილი რეისების შესახებ.

S7 Airlines ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ქვეყანაში მეორე ადგილს იკავებს. მისი სათაო ოფისი პატარა ქალაქ ობშია განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა ივნისში დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ აუკრძალა.

"რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს დივერსიფიცირება ჩვენი სავაჭრო პარტნიორების, რუსეთს თავისი ნიშა აქვს ვაჭრობაში და ეს მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული"
რუსული ავიაკომპანიები ქვეყნის მთავრობას საქართველოსთან შეწყვეტილი ავიამიმოსვლის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ
"რუსეთთან ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს, ასევე ათასობით ქართველს, რომელსაც მობილობაში პრობლემები ექმნება"