ავიაკომპანია Belavia თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ავიაკომპანია Belavia ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. კერძოდ, 2019 წლის 20 დეკემბრიდან, ბელარუსული ავიაკომპანია მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირეს (სამშაბათი და პარასკევი) დაამატებს და 2020 წლის 28 მარტამდე ფრენებს კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიარეისები Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ Belavia წელს უკვე მეორედ ზრდის საქართველოს მიმართულებით ოპერირების სიხშირეს. ოქტომბერში ავიაკომპანიამ მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ფრენები შვიდიდან ცხრა სიხშირემდე გაზარდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Belavia-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 1 ნოემბერს მიენიჭა.

საქართველოსა და ინდოეთს შორის რეგულარული ფრენები იწყება
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, ფრენები განახლდეს
"რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს დივერსიფიცირება ჩვენი სავაჭრო პარტნიორების, რუსეთს თავისი ნიშა აქვს ვაჭრობაში და ეს მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული"