საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.

ცნობისთვის, ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა იყო დადასტურებული. შესაბამისად, შემთხვევების რიცხვი 8-ით არის გაზრდილი.

მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ
კორონავირუსს მსოფლიოში 4 299 ადამიანი ემსხვერპლა, 119 217 დაინფიცირდა, 66 563 კი გამოჯანმრთელდა
„გეფას“ დირექტორი, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, „წინდაუხედაობის“ გამო ბოდიშს იხდის