კორონავირუსს მსოფლიოში 4 299 ადამიანი ემსხვერპლა, 119 217 დაინფიცირდა, 66 563 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 4 299 ადამიანი ემსხვერპლა, 119 217 დაინფიცირდა, 66 563 კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 119 ქვეყანაშია გავრცელებული.

კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევა ჩინეთშია დადასტურებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 3 158 ადამიანი ემსხვერპლა, 61 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ვირუსისგან 22 ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 631-მდე გაიზარდა.

მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ
„გეფას“ დირექტორი, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, „წინდაუხედაობის“ გამო ბოდიშს იხდის
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა