დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლა 1 თვით აკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისებზე შეზღუდვები დააწესა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა.

ტრამპის თქმით, 30 დღის განმავლობაში ევროპელ მგზავრებს აშშ-ში შესვლის უფლებას არ მისცემენ. აღნიშნული ცვლილება პარასკევს შევა ძალაში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ მგზავრების შეშვებაზე ვრცელდება და ის ტვირთების გადატანას არ შეეხება.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისა და ბიზნესისთვის, იცოდნენ, რომ ევროპიდან მგზავრობაზე დაწესებული 30-დღიანი შეზღუდვა არანაირად არ შეეხება ვაჭრობას. შეზღუდვები აჩერებს ხალხს და არა ტვირთებს”, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ტრამპა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ვირუსთან ბრძოლის კუთხით სიფრთხილის ისეთი ზომების მიღება ვერ შეძლო, როგორიც აშშ-მა განახორციელა.

იტალიაში სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა დაწესებულება დაიხურა
ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებსაც აძლევს
„კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია"