პარიზში ეიფელის კოშკი დილის 9:00 საათიდან დაიხურება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
”COVID-19- ის გავრცელების პრევენციის კონტექსტში და მთავრობის მიერ გამოცხადებული ჯანმრთელობის ზომების გამო, ეიფელის კოშკი დაიხურება 9:00 საათიდან, განუსაზღვრელი ვადით”, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 3 661 ადამიანი.