კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს მომსახურების გაწევამდე საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს

კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს მომსახურების გაწევამდე საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, ის კლინიკა „მედიში“ გეგმურ კონსულტაციაზე დღეს დილით იყო ჩაწერილი, თუმცა, მომსახურება ვერ მიიღო, რადგან საერთაშორისო პასპორტის წარდგენა სთხოვეს და მას ეს პასპორტი თან არ ჰქონდა.

მისივე თქმით, პრობლემა შეექმნა მასთან ერთად კლინიკაში მისულ სხვა პირებსაც, რომლებსაც დღეს, მათ შორის, ოპერაციაც ჰქონდათ დანიშნული.

მოქალაქის თქმით, მას პასპორტის ასაღებად სახლში მისვლა მოუწია, რადგან წინასწარ ამ დირექტივის შესახებ არავის გაუფრთხილებია.

"ჩემ გარდა კლინიკის მისაღებში რამდენიმე პირი იყო. ორ მათგანს ოპერაციაც ჰქონდათ დანიშნული. არავინ ვიცოდით წინასწარ პასპორტის წარდგენა თუ იყო საჭირო. ალბათ, უნდა შეამოწმონ, გვაქვს თუ არა მოგზაურობის ისტორია უცხოეთის ქვეყნებში. მე სახლში წამოსვლა დამჭირდა პასპორტის წასაღებად. ამის გამო კონსულტაციის დრო გადამიწიეს," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მოქალაქემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა
აშშ-ში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო - მსოფლიოში პანდემიის გამო 50 მილიონი სამუშაო ადგილის შემცირების საფრთხე არსებობს