პრემიერმა გიორგი გახარიამ დააანონსა თუ როგორ მოხდება არსებული შეზღუდვების შერბილება.
კერძოდ, 27 აპრილიდან ნებადართულია:
- მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება;
- ტაქსების ოპერირება;
- ონლაინ ვაჭრობა სრულად (საცალო, საბითუმო)
- მიტანის მომსახურება (ნებისმიერ პროდუქტზე)
- ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
უკვე ორი კვირის შემდეგ, ანუ 11 მაისიდან შემდეგი ეკონომიკური საქმიანობებია დასაშვები:
- მშენებლობა;
- სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
- სამშენებლო მასალების წარმოება;
- ავტო-სამრეცხაოები ავტოსერვისები (სრულად);
- კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
- სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.
კიდევ ორი კვირის შემდეგ კი, ანუ 25 მაისიდან დასაშვები გახდება:
- საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც გააჩნიათ, დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან;
- ყველა ტიპის ღია ბაზრობა;
- ყველა ტიპის წარმოება;
- საგამომცემლო საქმიანობა.
მეოთხე ეტაპი უკვე დაიწყება 8 ივნისიდან. ეს ეტაპი შეეხება და შესაბამისად, 8 ივნისიდან ნებადართული გახდება:
- სავაჭრო მოლები;
- ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით)
- ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;
- სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
ორი კვირის შემდეგ ანუ 22 ივნისიდან დაიწყება უკვე გეგმის მე-5 ეტაპი, რომლის შედეგადაც 22 ივნისიდან ნებადართული გახდება:
- დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები;
- ყველა ტიპის რესტორანი/კვების ობიექტი (ადგილზე მომსახურებით).