რატომ უნდა გქონდეს საქმიანი დღიური: 5 ნაბიჯი პროდუქტიულობის გასაზრდელად

თუ აწარ­მო­ებ საქ­მი­ან დღი­ურს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გაქვს!

არ არ­სე­ბობს საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, საქ­მი­ა­ნი დღი­უ­რის გა­რე­შე! მარ­თა­ლია, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი უს­წრა­ფე­სად ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ ვერც ერ­თმა გა­ჯეტ­მა ვერ შეძ­ლო საქ­მი­ა­ნი დღი­უ­რის გან­დევ­ნა ბაზ­რი­დან. - გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა­ტომ?

რო­დე­საც სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბი გო­ნე­ბი­დან ფურ­ცლებ­ზე გა­და­გაქვს, ახ­დენ ფიქ­რე­ბის, იდე­ე­ბის, მიღ­წე­ვე­ბის, გეგ­მე­ბის, წარ­მა­ტე­ბე­ბის და შეს­წავ­ლი­ლი მა­სა­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას.

რა­შია და­გეგ­მვის სარ­გე­ბე­ლი:

  • ამო­ცა­ნე­ბი სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლია და გო­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ზედ­მე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მახ­სოვ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის­გან;
  • მეტი შე­დე­გი მოკ­ლე დრო­ში;
  • დრო­ის რე­სურ­სი სწო­რად არის გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი;
  • ხე­ლით და­წე­რი­ლი ტექ­სტი ბევ­რად ეფექ­ტუ­რად გა­მახ­სოვ­რდე­ბა და აზ­რე­ბიც უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გი­ყა­ლიბ­დე­ბა;
  • გეგ­მის დღი­ურ­ში და­ფიქ­სი­რე­ბით, არაც­ნო­ბი­ე­რად მის შეს­რუ­ლე­ბას ცდი­ლობ;
  • თა­ვი­დან აი­ცი­ლებ შფოთ­ვას, რომ რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა და­გა­ვი­წყდეს;
  • და­ა­გე­ნე­რი­რებ იდე­ებს;
  • საქ­მი­ა­ნი დღი­უ­რი ძა­ლი­ან კარ­გი სა­ჩუ­ქა­რია კლი­ენ­ტე­ბის­თვის და კო­ლე­გე­ბის­თვის.

5 ნა­ბი­ჯი, თუ რო­გორ უნდა გა­ზარ­დოთ თქვე­ნი პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა საქ­მი­ა­ნი დღი­უ­რის დახ­მა­რე­ბით

1. სწო­რად და­სა­ხეთ მიზ­ნე­ბი

რთუ­ლი იქ­ნე­ბა დღი­ურ­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა, ამი­ტომ შე­და­რე­ბით მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი­დან და­ი­წყეთ. უახ­ლო­ე­სი 3 ან ექ­ვსი თვის პე­რი­ო­დი. მი­ზა­ნი უნდა გი­ბიძ­გებ­დეთ მოქ­მე­დე­ბის­კენ და უნდა იყოს კონ­კრე­ტუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა მათი სეგ­მენ­ტი­რე­ბა სფე­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით (პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, კა­რი­ე­რა, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა). შე­დე­გად, ბიზ­ნეს დღი­ურ­ში ყა­ლიბ­დე­ბა მთე­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობს ყო­ველ­დღი­უ­რი და­გეგ­მვის პრო­ცესს. შე­სამ­ჩნე­ვი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად, ჩა­წე­რეთ კვი­რის, ან თვის შე­დე­გე­ბის, გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი გეგ­მე­ბის მი­ზე­ზე­ბი.შე­არ­ჩი­ეთ ისე­თი დღი­უ­რი, რო­მე­ლიც და­ნომ­რი­ლია კვი­რის დღე­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და აქვს კა­ლენ­და­რუ­ლი სის­ტე­მა.

2. ყო­ველ­დღი­უ­რი და­ვა­ლე­ბა

თქვენს დღი­ურ­ში ჩა­წე­რეთ 2-4 სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე უნდა შეს­რულ­დეს. ეს ხელს უწყობს რიტ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და გეგ­მის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დე­ბას.

3. გან­ტვირ­თვა

თა­ნა­მედ­რო­ვე საქ­მი­ან დღი­უ­რებ­ში იპო­ვით ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო გა­მო­ნათ­ქვა­მებს, სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს და გა­სა­ფე­რა­დებ­ლებს, რომ­ლებ­საც ან­ტის­ტრე­სუ­ლი ფუნ­ქცია აქვს. ასე­თი გა­სა­ფერ­დებ­ლე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ გან­ტვირ­თვა­ში.

4. ერ­თფე­როვ­ნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა

არ­სე­ბობს და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა სა­ჭი­რო არ არის კონ­კრე­ტულ დროს. და­გეგ­მვა­ში და­ტო­ვეთ ად­გი­ლი სპონ­ტა­ნუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვი­საც.

5. პო­ზი­ტი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა

კარ­გი მოვ­ლე­ნე­ბის პოვ­ნა ყო­ველ­დღე შე­იძ­ლე­ბა. ჩა­წე­რეთ ისი­ნი თქვენს საქ­მი­ან ჟურ­ნალ­ში. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ წარ­მა­ტე­ბებ­სა და მიღ­წე­ვებ­ზე, და არა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბებ­ზე.

საქ­მი­ა­ნი დღი­უ­რი ბევ­რნა­ი­რი სა­ხის არ­სე­ბობს. „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ დღი­უ­რებ­ში ყვე­ლა­ფე­რია, რაც შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ. შე­გიძ­ლი­ათ შე­არ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი ფე­რის ყდაც.

მა­გარყდი­ა­ნი საქ­მი­ა­ნი დღი­უ­რი თქვე­ნი პი­რა­დი ასის­ტენ­ტი გახ­დე­ბა.

იკითხეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში .