რუსეთმა პარალელური იმპორტისთვის საქონლის სია მოამზადა

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ იმ ბრენდების სია მოამზადა, რომელთა საშუალებითაც ე.წ. პარალელური იმპორტი იქნება დასაშვები (ქვეყანაში საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე საქონლის შემოტანა, რომლის გაყიდვაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაიწყო).

მნიშვნელოვან ადგილს ამ სიაში საავტომობილო მარკები და მასთთან დაკავშირებული პროდუქტები იკავებს. ესენია: Tesla, Land Rover-ი, Jeep, Jaguar-ი, Chrysler-ი, Bently-ი, Cadillac-ი, Chevrolet-ი, Dodge-ი, Hummer-ი, Rover-ი, GMC-ი, Freightliner-ი, Peterbilt-ი, Kenworth-ი, Mack-ი, ასევე, Michelin-ი, Goodyear-ი, Continental-ი, Bridgestone-ი და ა.შ.

პარალელური იმპორტი შეეხება ასევე Apple-ის, Asus-ის, HP-ის, Panasonic-ის, Samsung-ის, Nokia-ს, Sony-ის, Intel-ის სმარტფონებსა და სხვა ტექნიკას, ასევე შემდეგი ბრენდის საყოფაცხოვრებო ტექნიკას - Electrolux-ი, Miele-ი, Siemens-ი, Dyson-ი.

ცნობისათვის, რუსეთის მთავრობამ პარალელური იმპორტი დაახლოებით, ერთი თვის წინ დააკანონა. კანონი იმპორტირებული საქონლის მიმწოდებლებს საშუალებას აძლევს, პროდუქცია იმავე სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე გაყიდონ.

ეკა დარჩიაშვილი