რუსული „ფორბსი“ – „საქართველო“ ემიგრაციისთვის საუკეთესო ადგილია

მას შემდეგ, რაც მთელმა რიგმა ქვეყნებმა რუსეთსა და მის მოქალაქეებს მკაცრი სანქციები დააკისრა, რიგითმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ქვეყნიდან წასვლა და საკუთარი ბიზნესის საზღვარგარეთ გატანა. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსი შემოვიდა.

რუსული „ფორბსი“ აქვეყნებს სტატიას, სადაც რუსების ემიგრაციაში წასვლისთვის საუკეთესო ქვეყნებს ასახელებს. პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, საქართველო იმყოფება, რომელსაც რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს. საქართველოს შესახებ პორტალი ვრცლად და გარკვევით წერს:

საქართველო

„საქართველო ემიგრაციისთვის ტოპ-ქვეყნების სიაში შედის. რუსეთიდან ჩასვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, დოკუმენტებს კი უკვე ადგილზე, 360 დღის განმავლობაში, ვიზის გარეშე მიიღებთ“, - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაში.

მათთვის, ვისაც სურს რამდენიმე წელი დარჩეს ამ ქვეყანაში, არსებობს უამრავი ვარიანტი მუდმივი ბინადრობის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ქვეყანაში ემიგრაციისა და ცხოვრების საკმარის მიზეზებს შორისაა მეწარმეობა და შრომითი მიგრაცია, ქვეყანას აკლია გარკვეული პროფესიები და განსაკუთრებით პროგრამისტები და სპეციალისტები ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორში. ბინადრობის ნებართვის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქის მეუღლეს ან ახლო ნათესავს. ასევე, რუსეთიდან საქართველოში გადმოსვლის მნიშვნელოვანი მიზეზი არის მინიმუმ 150 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა.

მუდმივი ბინადრობის მისაღებად ემიგრანტმა უნდა იცხოვროს საქართველოში ბინადრობის ნებართვით არანაკლებ სამი წლის განმავლობაში და გაიაროს გასაუბრება ქართული ენისა და კულტურის ცოდნაში. ეს არ ეხება ლტოლვილებს, ინვესტორებსა და საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ ადამიანებს. მუდმივი საცხოვრებელი მოქმედებს 10 წლის განმავლობაში. მოქალაქეობის მისაღებად განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ქვეყანაში ცხოვრების მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება, სასაუბრო დონეზე ფლობდეს ქართულს და კარგად იცოდეს ქვეყნის კულტურა.

საქართველოს გარდა, რუსულ „ფორბსს“ ასევე ისრაელის, თურქეთის, პორტუგალიის, კვიპროსისა და დომინიკას რესპუბლიკის ვარიანტები მოჰყავს.

ეკა დარჩიაშვილი