ბაზისბანკი უნივერსალური ფინანსური ჰოლდინგია ბაზარზე 30 წელზე მეტი წარმატებული საქმიანობის გამოცდილებით, რომელიც საბანკო და ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც ბიზნესს, ისე ფიზიკურ პირებს.
ბაზისბანკის ჯგუფი სტრუქტურირებულია სრულყოფილი ფინანსური ეკოსისტემის შესაქმნელად, რაც ხორციელდება ძირითადი საბანკო ოპერაციებისა და ორი საკვანძო შვილობილი კომპანიის — ბბ დაზღვევისა და ბბ ლიზინგის მეშვეობით. ერთობლივი ძალისხმევით, მომხმარებელს სთავაზობს საბანკო, სადაზღვევო და სალიზინგო პროდუქტების სრულ სპექტრს, რომელიც მორგებულია საცალო, მცირე და საშუალო და კორპორაციული კლიენტების ეფექტიან მომსახურებაზე.
გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპების ინტეგრირებით ბანკის სტრატეგიაში, კორპორაციულ კულტურასა და ყოველდღიურ საქმიანობაში, მოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობით და იცავს მდგრადი განვითარების პრინციპებს, იმსახურებს კლიენტების, პარტნიორებისა და საზოგადოების გრძელვადიან ერთგულებას.
ბაზისბანკის სტრატეგიული მიზნები მიმართულია პოზიციების გამყარებაზე საცალო და ბიზნეს მომსახურების ყველა საკვანძო მიმართულებით. ახალი შეთავაზებებითა და საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტილებებით, აგრძელებს განვითარებას, როგორც კლიენტზე ორიენტირებული და პროგრესული ბანკი.
ბოლო წლების განმავლობაში ბაზისბანკმა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: გავლენიანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Global Banking & Finance Review-ს მიერ ბანკი არაერთხელ დასახელდა საუკეთესო კორპორაციულ ბანკად საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საუკეთესო ბანკად და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმწოდებელ წლის საუკეთესო ბანკად.
ბაზისბანკი, ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ნომინაციაში „მცირე და საშუალო ბიზნესის წლის საუკეთესო გარიგების“ გამარჯვებული გახდა. IFC-სგან დაჯილდოვდა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეული ბანკი ქალთა დაფინანსების მიმართულებით.