საქართველოს ბანკის ინვესტიციების ანგარიშის მართვის საკომისიო 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე 0$-ია
ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა 313 მლნ ლარს აჭარბებს
„საქართველოს ბანკისა“ და მონოლით ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით „Monolith Green City” შენდება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „თეთრ ფერმაში“ 1,9 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა
„საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით „ლურჯი ველი“ მოცვის წარმოებას აფართოებს
“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ლითონის საამქრომ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Adapter-ში ჩართული ქალი მეწარმეებისათვის შეხვედრა გაიმართა
Viber-თან პარტნიორობით „საქართველოს ბანკმა“ ონლაინ გადარიცხვების სერვისი დანერგა
კომერციული ბანკი

„საქართველოს ბანკი“ 1994 წელს დაფუძნდა და დღეისათვის მისი მომსახურებით 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

ბანკმა 1996 წელს პირველი პლასტიკური ბარათი Georgian Card-ი შექმნა, ხოლო 1998 წელს პირველი ბანკომატი დადგა საქართველოში.

2003 წლისთვის საქართველოს ბანკის მომხმარებლებს უკვე SMS ბანკით სარგებლობაც შეეძლოთ. 2006 წელს კი ბანკმა შექმნა Pay Box -ი, ინტერნეტბანკი - iBank და მობილბანკი - mBank.

ბანკმა პირველი ქართული საკრედიტო ბარათი (Orange Card-ი) 2007 წელს გამოუშვა. ერთი წლის შემდეგ დააარსა ფონდი „სიცოცხლის ხე“.

2012 წელს საქართველოს ბანკი მოხვდა მსოფლიოს 250 უმსხვილეს და წარმატებულ კომპანიას შორის, ხოლო 2017-ში ქვეყნის ისტორიაში პირველად, 500 მილიონი ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები გამოუშვა.

2018 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის და საქართველოს კაპიტალის აქციები პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში განთავსდა.

საქართველოს ბანკი ფუნქციონირებს 5 მიმართულებით : საცალო საბანკო მომსახურება - მეტი ურთიერთობა მომხმარებელთან; საქართველოს ბანკი ბიზნესი - ბიზნესზე მორგებული მომსახურება; SOLO - პრივილეგირებული საბანკო მომსახურება; Wealth Management - დაგროვილი ქონების მართვა; Fintech - ღია საბანკო მომსახურება.

„საქართველოს ბანკი“ 2020 წლის მდგომარეობით ბაზარზე წარმოდგენილია 206 სერვისცენტრით და 972 ბანკომატით.

საქართველოს ბანკი