ბიზნესლიტერატურა ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად - „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე „ლურჯი ოკეანის“ წიგნების გამოწერა გახდა შესაძლებელი
დეკემბრის ტოპ 5 ბიზნესლიტერატურა, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
როგორ შევიგრძნოთ აწმყოს რეალური ძალა? - ეკჰარ ტოლეს წიგნი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მიგნებებით
ვის შევუკვეთოთ სასაჩუქრე ყუთები საახალწლოდ? - ქართული კომპანია, რომელმაც ბაზარზე ახალი რეალობა შექმნა
გამომცემლობა

გამომცემლობა „პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა და ძალიან მალე დაიმკვიდრა საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა. მან საშუალება მისცა ქართველ მკითხველს, გაეცნო თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები, გაეახლებინა მოძველებული საოჯახო ბიბლიოთეკა ახალი, მაღალპოლიგრაფიული გამოცემებით, თვალი მიედევნებინა მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე ტენდენციებისთვის და მხარი დაეჭირა თანამედროვე ქართველი ავტორებისთვის.

„გამომცემლობა პალიტრა L“ ბაზარზე ლიდერის პოზიციის დამკვიდრებისა და შენარჩუნების პარალელურად, მუდმივად იზრდება და ვითარდება. ამ ხნის განმავლობაში გამომცემლობამ მოიპოვა საიმედო პარტნიორის რეპუტაცია და სტაბილური საქმიანი ურთიერთობა დაამყარა ისეთ წამყვან გამომცემლობებთან თუ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Disney, Penguin Random House, Harper Collins, Curtis Brown, Bloomsbury, Oxford, Scolastic და სხვ. გამომცემლობის ამოცანაა, მაქსიმალურად გაითვალისწინოს თანამედროვე მკითხველის ინტერესები და შესაძლებლობები. გამომცემლობის მასშტაბური პროექტებია „გუდას აუდიოწიგნები“ და „მაკულიტერატურა“.

პალიტრა L