1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6744 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6744 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6752 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0491 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0409 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა.