ეროვნული ბანკი "თი ბი სი ბანკის" საქმის დეტალებზე არ საუბრობს

საქართველოს ეროვნული ბანკი "თი ბი სი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, თუმცა მიმდინარე პროცესის შესახებ დეტალებზე არ საუბრობს.

"ბიზნესპრესნიუსი" ეროვნული ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ეროვნული ბანკი, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მუდმივ ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს, მათ შორის "თიბისი ბანკს". კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები, როგორც ამ კონკრეტულ, ასევე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის საჯარო და, შესაბამისად, უფლებამოსილი არ ვართ დეტალებზე ვისაუბროთ. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "თიბისი ბანკი" ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს. მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, ასევე, ბანკთან დაკავშირებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, გავლენას არ მოახდენს თავად ბანკის ფუნქციონირებაზე",- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაკითხული არიან - მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის"
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკის საქმიანობას განრიდებული არ არიან
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს