„მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაკითხული არიან - მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის"

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებული გამოძიების გამო, საქმესთან შემხებლობაში მყოფი არც ერთი პირი საქმიანობას განრიდებული არ არის.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყების საკითხი გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად გადაწყდება.

„ხელმძღვანელი პირები ბანკის საქმიანობას განრიდებული არ არიან, რადგან ამის საჭიროება არ დამდგარა. ისინი დღესაც ჩვეულებრივ ასრულებენ მოვალეობას. ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგბელობის საკითხი არ არის გამოკვეთილი. გიდასტურებთ, რომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაკითხულია. ასევე, დაკითხულია გამოძიებასთან შემხებლობაში მყოფი პირების გარკვეული ნაწილი. დაიკითხება საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

მისივე განცხადებით, საქმე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება, ამიტომ ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად გადაწყდება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყების საკითხი“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკის საქმიანობას განრიდებული არ არიან
ეროვნული ბანკი "თი ბი სი ბანკის" საქმის დეტალებზე არ საუბრობს
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს