მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკის საქმიანობას განრიდებული არ არიან

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საბჭოს წევრი ბადრი ჯაფარიძე ბანკის საქმიანობას განრიდებულნი არ არიან. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

პროკურატურის ცნობით, მათი საბანკო საქმიანობიდან ჩამოშორების საჭიროება არ დამდგარა და ისინი დღესაც ჩვეულებრივად ასრულებენ მოვალეობას.

ცნობისთვის, „თიბისი ბანკიდან“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გუშინ გაავრცელა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. მათი ცნობით, საქმესთან შემხებლობაში არსებული ყველა პირი უკვე დაკითხულია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიაში იმის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საბანკო საქმიანობას განრიდებულნი იყვნენ.

„მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაკითხული არიან - მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის"
ეროვნული ბანკი "თი ბი სი ბანკის" საქმის დეტალებზე არ საუბრობს
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს