მიმდინარე სეზონზე საქართველოდან მანდარნის საექსპორტო მოცულობამ 29 723 ტონა შეადგინა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 28,5%-ით მეტია, გასული სეზონთან შედარებით, რა დროსაც ქვეყნიდან 23 122 ტონა მანდარნის ექსპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ მანდარინის ყველაზე დიდი პარტია რუსეთში გავიდა. კერძოდ, 19 836 ტონა, რაც მთლიანი საექსპორტო მოცულობის 66, 7%-ია.
საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი ასევე განხორციელდა: უკრაიანში - 6 424 ტონა (მთლიანი საექსპორტო მოცულობის 26,1%), სოხეთში - 2 767 ტონა ( 9,3%), უზბეკეთში - 261 ტონა ( 0,9%), ყაზახეთში - 138 ტონა ( 0,5%), ბელორუსში - 120 ტონა ( 0,4%), ყირგიზეთში - 60 ტონა ( 0,5%), ლატვიაში - 40 ტონა ( 0,1%) და ა.შ.
საქართველოში მანდარინის აქტიური სეზონი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდა. წინასწარი შეფასებით, ქვეყანაში წარმოებული მანდარინის საერთო მოცულობა 60 000 ტონას აჭარბებს. როგორც East Fruit წერს, მანდარნის ქართველ მწარმოებლებს პროდუქტის ნაწილი შესაბამისი პირობებით აქვთ შენახული და მისი რეალიზაცია მომდევნო თვეებში განხორციელდება.
საქართველოში 1კგ სტანდარტული მანდარინის საშუალო ფასი 40-დან 70 თეთრამდე მერყეობს.