შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ფოლადის მილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. კომპანიის ცნობით, შესასყიდი ფოლადის მილების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები სატენდერო დოკუმენტაციაშია მოცემული.
„ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: გააჩნდეს გარკვეული გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე. აგრეთვე, ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;
იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის რეჟიმში, მის ქონებაზე არ იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო–ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება;
არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია), რომელსაც არ აქვს გასული შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა;
გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა;
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, შესყიდვების განყოფილება, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ასევე, კომპანიის განცხადებით, დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა გააგზავნონ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ შემდეგ მის: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.
სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 22 თებერვალი, 18:00 საათი.
სატენდერო განაცხადების კონვერტები გაიხსნება 2019 წლის 25 თებერვალს შემდეგ მის: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.
„დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ: 591 021 902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jaba.tsitsishvili@ktg-tbilisi.ge
ფოლადის მილების შესყიდვაზე სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ ლინკზე: https://www.ktg-tbilisi.ge/p/tenderebi/5125“, – განმარტავენ კომპანიაში.