ბანკს არ აქვს ვალდებულება დოკუმენტაცია 6 წელზე მეტხანს შეინახოს - რატომ მიაჩნია ხაზარაძეს „თიბისის საქმე“ ორკესტრირებული

კანონმდებლობით ბანკს არ აქვს ვალდებულება, რაიმე დოკუმენტაცია 6 წელზე მეტ ხანს შეინახოს.

ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

„პროცესი დაიწყო 2018 წლის ივნისიდან, როდესაც ბანკში შემოდის 4 უწყება - ეროვნული ბანკი, პროკურატურა, საგადასახადო და ფულის (ფინანსური) მონიტორინგის და პარალელურ რეჟიმში იწყებენ დოკუმენტაციის ამოღებას. ამას ემატება ივნისში კიბერშეტევა „თიბისი ბანკზე“. ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ვინც ზის ამ კომპიუტერებთან, თუმცა, გამოძიება წინ არ წასულა.

ამის შემდეგ ყველა დოკუმენტაცია ამ ტრანზაციებთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავეცით შესაბამის უწყებებს. ამის შემდეგ ხდება ჩემი დაბარება პროკურატურაში, მე ვითხოვ მოსამართლის წინაშე გამოკითხვას და იქ ვამბობ რამდენიმე ფრაზას - ალბათ, იცით, რომ ვმუშაობთ ანაკლიის პროექტზე, ჩვენ ღია ვართ და მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ გთხოვთ, რომ ეს პროცესი იყოს კონფიდენციალური, რადგან 19 იანვარს ვაწერთ ხელს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას და ჭორის დონეზეც რომ იყოს რამე ინფორმაცია ფულის გათეთრებაზე, ეს პროექტს ხელს შეუშლის. მათ დაადასტურეს, რომ ეს არის კონფიდენციალური, თუმცა 2018 წლის 31 დეკემბერს პროკურატურაში დაიბარეს უკვე ბადრი ჯაფარიძე, ხოლო 9 იანვარს პროკურატურა მართავს ბრიფინგს,“-განაცხადა ხაზარაძემ.

თაია არდოტელი
მამუკა ხაზარაძე - მაღალჩინოსნისგან მივიღე წერილი/მუქარა, რომ ჩვენ რეპუტაციას დაანგრევდნენ
„ავთო წერეთელი იყო ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე"
„არაპროფილური ბიზნესები ,,თიბისი ბანკს“ არ ეხება"