მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება - როგორი იქნება განახლებული სადგური? (+ფოტო)

მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 21 მაისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 045 650 ლარია.

„ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს სადგურის ღია ბაქნის (პლატფორმის) გადახურვას ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისაგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

პროექტის თანახმად, გარდა გადახურვისა დაგეგმილია მათ შორის - მეტროსადგურის ვესტიბიულში იატაკის მოწყობა ბუნებრივი გრანიტით, კედლისა და ჭერის დეკორატიული გაფორმება, ბაქანზე დასაჯდომების მონტაჟი და ა.შ.

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 210 კალენდარული დღეა.

თაია არდოტელი
გორგასლის ქუჩის ორივე მიმართულების სავალ ნაწილს მიწისქვეშ ჩაიტანენ - კონცეფციის შემუშავებაზე ტენდერი გამოცხადდა
მთავრობა თუშური კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს
როგორი იქნება დიღმის ჭალების პარკი, რომლის მოწყობაც  14.851 მლნ ლარი დაჯდება (+ფოტო)