დადიანის ქუჩაზე  სკეიტ-პარკი მოეწყობა (+ფოტო)

ნაძალადევის რაიონში, ც.დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკი მოეწყობა. მოედნის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 15 000 ლარია.

„უნდა მოეწყოს ერთიანი რკინა/ბეტონის ფილისგან მოედანი. დაპროექტებული მოედანი უნდა იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო სკეიტბორდის სპორტსმენებისთვის. ამ მოედანზე განთავსებული უნდა იყოს სკეიტ-ბორდისთვის განკუთვნილი ფიგურები, რომელიც შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შეუზღუდავი ვიზუალის. სასურველია პარკი იყოს ერთი მთლიანი მოედანი,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თაია არდოტელი
გორგასლის ქუჩის ორივე მიმართულების სავალ ნაწილს მიწისქვეშ ჩაიტანენ - კონცეფციის შემუშავებაზე ტენდერი გამოცხადდა
მთავრობა თუშური კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს
როგორი იქნება დიღმის ჭალების პარკი, რომლის მოწყობაც  14.851 მლნ ლარი დაჯდება (+ფოტო)