"ტაქსების რეფორმა განხორციელდა და წარმატებით მიმდინარეობს"

ტაქსების რეფორმა განხორციელდა და წარმატებით მიმდინარეობს, რასაც მივესალმებით. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას და მათ მოუწოდებს, რომ დედაქალაქის მერიის სხდომებს უფრო აქტიურად ადევნონ თვალი. მისი თქმით, ეს მათ ყოველდღიურობაში გამოადგებათ იმიტომ, რომ ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ.

"თვითონ რეფორმას რაც შეეხება, რეფორმის განხორციელების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან იყო მაქსიმალური ხელშეწყობა, თანადგომა. ეს პროცესი ჯერ არ შეჩერებულა, პროცესი გრძელდება. რეფორმის სხვა საინტერესო მიმართულებებს მომდევნო დღეების განმავლობაში მივაწვდით საზოგადოებას, თუ რას ვაპირებთ და რა ცვლილებები იგეგმება სამომავლოდ. ჩვენი ამოსავალი მიზანია, რომ ტრანსპორტის პოლიტიკა იყოს გამართული და ამ რეფორმით ჩვენ ამას შევძლებთ. ეს ტაქსის მძღოლებისთვის და იმ ადამინებისთვისაც, ვინც ამ მომსახურებით სარგებლობს, ბენეფიტის მომტანი იქნება",-განაცხადა კახა კალაძემ.

„გადაღებე კალაძე“ - ამ სლოგანით მერიასთან აქცია გაიმართა
„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ ტაქსების რეფორმა ჩაშლილია და რეგულაციების გაუქმებას მოითხოვენ
ირაკლი ხმალაძე - 1-ელი ოქტომბერი ტაქსის რეფორმის დასაწყისია და არა დასასრული