დღეიდან, 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმებულია. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები, კვლავ ძალაში რჩება. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით დღეიდან, კვლავ მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
- ძალაშია შეზღუდვები, რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარელების ადგილზე კვებით მომსახურებაზე;
- ამ ეტაპზე სასტუმროებს ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა;
- ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზღუდული გარდა ონლაინ ვაჭრობისა;
- შეზღუდული რჩება ე.წ მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ;
- შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება;
- აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით;
- სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება;
- შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.