1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6686 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6686 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6675 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0766 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0746 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.