თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.
ამ ეტაპზე ვებგვერდზე 356 მიმდინარე, 266 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც თბილისის განათებული საქართველოს რუკისა და დროშის მოწყობას გულისხმობს.
„ჩემი აზრით, ესეთი რამ არცერთ ქალაქს არ აქვს და პირველები ვიქნებით ასეთი ლამაზი პროექტით. ღამის რეისებით ჩამომფრენი თვითმფრინავები, რომლებშიც უამრავი ტურისტია, სანამ დაეშვებიან ჰაერშივე შოკში ჩავარდებიან ამ სილამაზით. ფოტოდან მიხვდებით ჩემი იდეა რაში მდგომარეობს. რუკას სავარაუდოდ თეთრი ლედნათურები უფრო მოუხდება და დროშა რა თქმა უნდა, წითლად უნდა განათდეს. რამდენიმე უბანი რო მოინიშნოს და განათდეს ასე, როგორც სურათში გაჩვენებთ. ისე უნდა გავთვალოთ განათების განლაგება რომ მთაწმინდის პარკიდანაც გამოჩნდეს და თვითმფრინავიდანაც. ჩემი აზრით, თბილისს ძალიან გაალამაზებს და უფრო მიმზიდველს გახდის. დაინტერესებას თუ გამოიწვევს, დიდი სიამოვნებით ჩავერთვები ამ პროექტში,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 2019 წლის 24 მარტამდეა.