ვარკეთილში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
ამ მიზნით მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
კერძოდ, სატენდერო პირობების თანახმად წინადადებების მიღება 27 ივლისს დაიწყება და 1-ელ აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 11 904 772 ლარია.
ცენტრის მშენებლობა ვარკეთილის 3 მიკრორაიონში 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან იგეგმება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 610 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია.