თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 27 აგვისტოს დაიწყება და 29 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 19 000 000 ლარია.

მიწოდების ვადად კი, 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ წინა ტენდერი აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა. თუმცა, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაღების საკვებით მომარაგებაზე ტენდერი არ შედგა, რამდენადაც განაცხადი არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერის მოადგილის განცხადებით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და თანაც, დაგვიანებით აწვდიდა.

თაია არდოტელი
კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება
უბნები თბილისში, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ადამიანების სიცოცხლეს - დედაქალაქში ქვათაცვენის უბნების კვლევა ჩატარდება
როგორი იქნება 11.9 მლნ ლარიანი მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი, რომელიც ვარკეთილში აშენდება (+ფოტო)